07/2021 – 06/2023
პროექტს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის ინიციატორია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დამფინანსებელი – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD).
პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობასთან – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
პროექტის შედეგად, რძის მწარმოებელ მცირე და საშუალო ზომის შინამეურნეობებსა და ფერმერებში შეიქმნება სადემონსტრაციო ფერმერები, ჩატარდება სწავლებები, მოხდება ხელოვნური განაყოფიერების წახალისება და ჩამოყალიბდება კლასტერები რძის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.