Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ევროპის დღე 2025

9 მაისს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ორი სტენდითა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო 

წარმოდგენილი. 

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჩვენს სტენდთან საშუალება ჰქონდათ ძროხის წველის სიმულაციასა და თაფლის ეტიკეტირების აქტივობებში ჩართულიყვნენ. 

ყველაზე პატარა ვიზიტორებისთვის მოწყობილი გვქონდა გასაფერადებელი კუთხე და ნარჩენების სეპარაციის აქტივობა.  

გარდა ამისა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ პანელურ დისკუსიაზე თავისი გამოცდილება გააზიარა თემაზე: ევროკავშირის მხარდაჭერა პრაქტიკაში – ყოველდღიური შესაძლებლობები საქართველოს მოსახლეობისთვის. 

სცენაზე გამომსვლელთა სიაში იყვნენ GFA-ს სხვა წარმომადგენლებიც. 

GFA-ს თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა, ისაუბრა ,,მწარმოებელთა ორგანიზაციების დაარსებაზე საქართველოში” 

პროექტის მენეჯერმა ნინო ჯიბუტმა და სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ კი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)” შესახებ მნიშვნელოვანი მიღწევები შეაჯამეს. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.