Gfa

თბილისი

თბილისი, ე.ნინოშვილის 64

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„ბიოველიუს“ ყოველწლიური შეხვედრა

28-29 აპრილს თურქეთში, ქალაქ იზმირში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ და პროექტის ბერძენმა კონსულტანტმა, პროდრომოს კალაიძისმა, მონაწილეობა მიიღეს პროექტ „ბიოველიუს“ (აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვში ბიომრავალფეროვნების გაზრდის ხელშემწყობი, ფერმიდან სუფრამდე აგენტზე დაფუძნებული სიმულაციური ინსტრუმენტი – BIOVALUE) ყოველწლიურ შეხვედრაში.

პროექტის ფარგლებში განიხილეს ციფრული ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა ღირებულებათა ჯაჭვში ბიომრავალფეროვნება შეფასდეს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის მეთოდოლოგიების შესახებ კვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

პროექტი “BioValue” დაფინანსებულია ევროკავშირის „ჰორაიზონ 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 12 ქვეყანაში 17 პარტნიორი ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაწილეობით ხორციელდება.