გუნდი
ციფრული პროგრესის გათვალისწინებით შეიმუშავებს, აწვდის, ახორციელებს და განავითარებს ფერმერთა საქმიანობაზე ორინეტირებულ შესაბამის დარგობრივ სერვისებს. არსებული სერვისები მოიცავს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს, აგროსექტორში არსებული საუკეთესო ინოვაციური პრაქტიკების გაზიარებას, სპეციალურ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურებასა და პროდუქტებზე აგროციფრული ჰაბს (GFA Digital), სხვადასხვა დისტანციური სერვისებს.
გაეცანით ასოციაციის სერვისებს
გიორგი ქობალია
სერვისებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გიორგი ქობალია
გიორგი ქობალია აგრობიზნესის მართვის ექსპერტია, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვების ფორმირებასა და განვითარებას, ბიზნეს ოპერაციების მართვას, მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და ბაზრის გაფართოებას.
2025 წლის სექტემბრიდან იგი საქმიანობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში სერვისებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მისი მთავარი ამოცანაა ასოციაციის სერვისების სისტემის სტრუქტურირება, ბიზნესის განვითარების მექანიზმების ჩამოყალიბება და კომერციალიზაციის პროცესების გაძლიერება.
მანამდე, გიორგი ქობალია ასრულებდა საოპერაციო დირექტორის (COO) ფუნქციას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა (GHGA) და მის შვილობილ კომპანია GHGA Commercial LTD-ში. მისი ძალისხმევით განხორციელდა მნიშვნელოვანი ოპერაციული და სტრატეგიული ინიციატივები, აღნიშნულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს თხილის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან და ბაზრებთან ინტეგრაციის პროცესში.
მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მონაწილეობას საერთაშორისო ფონდებისა და დონორების (EBRD; World Bank Group; UNDP; FAO; USAID; European Union (EU); WFP), მიერ ინიცირებულ პროექტებში, სადაც იგი მართვისა და მონიტორინგის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მისი კარიერული გზის ნაწილია ასევე ენერგო სექტორში მოღვაწეობა სადაც შეიძინა გამოცდილება განახლებადი, მწვანე ენერგეტიკის, ბიზნეს ანალიტიკისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით.
გიორგი ქობალია აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნეს სექტორთან, კონსულტაციებს უწევდა ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება მის საქმიანობაში ეთმობოდა საერთაშორისო განვითარების პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მცირე ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.
ის ფლობს მენეჯმენტში MBA სა და ფინანსური მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გიორგი ქობალია ასევე სერტიფიცირებულია ბიზნეს სტრატეგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მიერ.
ირაკლი არჩვაძე
გაყიდვების სპეციალისტი
ირაკლი არჩვაძე
გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს 2021 წლიდან. მანამდე იყო საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის საოპერაციო მენეჯერი (2019-2020). აქვს საბანკო სექტორში მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ეკავა დირექტორის პოზიციები ბანკების Société Générale, Procredit Bank საქართველოს ფილიალებში. იყო ასევე სს „პროკრედიტ ბანკ საქართველოს’’, ბიზნესდაკრედიტების ექსპერტი (2012-2014). სს „ბანკ რესპუბლიკაში“ ფილიალის დირექტორი (2014-2017) სს „თიბისი ბანკში“, ფილიალის დირექტორი (2017-2018).

