გუნდი
პროექტების განვითარების და ანალიზის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ამოცანაა არსებული პროექტების მართვა და მონიტორინგი, პოტენციური რისკების და ტექნიკური საკითხების შეფასება და შესაბამისი მიგიტაციის გეგმების შემუშავება. დეპარტამენტი განავითარებს არსებულ პროექტებს და ამზადებს ახალ საპროექტო წინადადებებს განსახილველად. მონაწილეობს ორგანიზაციის სერვისების და გაყიდვების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.
ირინა თხელიძე
აგრო ბიზნესის განვითარების ექსპერტ/სპეციალისტი
ირინა თხელიძე
მუშაობს 2019 წლიდან. ასოციაციაში ხელმძღვანელობს პროექტებს: „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა“ (FSI); Demter; „ეს წალკაა“.
აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიღებული აქვს საჯარო მმართველობის ბაკალავრის დიპლომი, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით. არის ეკონომიკური სკოლა ESM-ის მაგისტრი.
არის ეროვნული ბანკის დაკვეთით შექმნილი სახელმძღვანელოს „ფინანანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა“ თანაავტორი.
ანკა ბაბუნაშვილი
პროექტების კოორდინატორი
ანკა ბაბუნაშვილი
ანკა ბაბუნაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მუშაობს 2017 წლიდან და ამჟამად პროექტების კოორდინატორის პოზიციას იკავებს. მონაწილეობს ორგანიზაციის ფარგლებში ინიცირებული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, განსაკუთრებით აგროტურიზმის განვითარების, სოფლის მეწარმეობის ხელშეწყობისა და რეგიონული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით.
მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს აგროტურისტულ და სოფლის მცირე მეწარმეობაზე დაფუძნებულ ობიექტებთან მუშაობის სფეროში – დაწყებული საჭიროებების შეფასებით, დამთავრებული პროექტების სტრუქტურირებით, პარტნიორებთან კოორდინაციითა და პროექტების ყოველდღიური მართვით. მის პროფესიულ პრაქტიკაში შედის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათ შორის: USAID, UN Women, FAO, UNDP, Swisscontact და Helvetas.
ფლობს ბაკალავრის ხარისხს საჯარო მმართველობის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტიდან (Caucasus School of Governance) და პროექტების მართვის სერტიფიკატს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯიდან.
მან პრაქტიკული გამოცდილება განივითარა როგორც კოორდინატორის, ასევე კონსულტანტის როლში სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის სოფლის განვითარების, ბიზნეს მხარდაჭერისა და აგროტურისტული პროდუქტების განვითარების ჭრილში.
პროექტების მართვის სისტემური მიდგომა, მჭიდრო თანამშრომლობა ბენეფიციარებთან და დარგობრივი სპეციფიკის გააზრება განსაზღვრავს მის როლს როგორც ორგანიზაციული ეფექტიანობისა და მიზანმიმართული განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვან ბერკეტს.
ნიკა ნინუა
ფონდების მოძიების /CSR სპეციალისტი
ნიკა ნინუა
აგრო-ბიზნესის მონიტორინგის სპეციალისტი 2021 წლიდან. აქვს მონიტორინგის სპეციალისტის სამუშაო გამოცდილება „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ (RDA)
პასუხისმგებელია ასოციაციის აგროპროექტების მონიტორინგზე, მონაცემების შეგროვებასა და განახლებაზე, ანგარიშების მომზადებაზე.
სამართლის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი).
ელენე ფიცხელაური
განვითარების სპეციალისტი
ელენე ფიცხელაური
ელენე ფიცხელაური სურსათის უვნებლობის და სერვისების განვითარების სპეციალისტია საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (GFA). 2022 წლიდან შემოუერთდა ორგანიზაციას, როგორც ასოციაციების განვითარების სპეციალისტი – ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – SQIL, რომელსაც საქართველოში ახორციელებს Land’o Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
როგორც სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, აქვს რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტში.
ასევე არის სსიპ განათლების ხარისხის ცენტრის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სურსათის უვნებლობის დარგის ექსპერტი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ექსპერტი. აქვს პროფესიულ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება სსიპ „კასპის პროფესიულ კოლეჯში“; უძღვება პროგრამას – „სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში“.
იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პოლიტიკის მაგისტრი (საქართველოს უნივერსიტეტის (UG) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბაკალავრი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). დამატებით გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები.
სიმონ წიქარიშვილი
პროექტის კოორდინატორი
სიმონ წიქარიშვილი
შესყიდვების და მონიტორინგის ასისტენტი 2019 წლიდან. მანამდე იყო ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტის სტაჟიორი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული აქვს ფინანსები ბაკალავრის დიპლომი. ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამა გაიარა ესპანეთში – Universidad de Alcalá.
ნინო ჯიბუტი
პროექტის მენეჯერი/CSR
ნინო ჯიბუტი
ნინო ჯიბუტი – საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში პროექტის ხელმძღვანელია და ასევე ჩართულია დამატებითი რესურსებისა და საგრანტო შესაძლებლობების მოძიების პროცესში. ნინოს აქვს ათწლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დონორების მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა პროგრამის განხორციელების მიმართულებით. მისი საქმიანობის სფეროებია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, კარგი მმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, სოფლის განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. ნინოს მკვლევარის რანგში 2022 და 2024 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში კვლევით პროექტებზე. იგი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს, რომლის განმავლობაშიც ერთი სასწავლო წელი გაატარა პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ბილატერალური გაცვლითი სტიპენდიის პროგრამით. ასევე, მიიღო ევროპული მაგისტრის ხარისხი სოციალურ პოლიტიკაში, რომელიც ხორციელდებოდა უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ – ISCTE ლისაბონი, პორტუგალია, სტავანგერის უნივერსიტეტი – სტავანგერი, ნორვეგია და გოტენბურგის უნივერსიტეტი გოტენბურგში, შვედეთი. ნინომ გაიარა 2025 წლის აპრილში ისრაელის განვთარების სააგენტოს (MASHAV Georgia) ორგანიზებული სასწავლო კურსი “სოფლის მეურნეობის განვითარების ისრაელის მოდელი”. ასევე, ნინო ხელმძღვანელობდა ღია სამყაროს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ნომინირებულ ჯგუფს ქალაქ მარკეტში, მიჩიგანის შტატში.

