გუნდი
დეპარტამენტის ამოცანაა სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერემერების და კომპანიებისათვის ექსპერტული მომსახურების გაწევა თანამედროვე ტექნოლოგიების, სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის და ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ედვარდ შერმადინი
ხელმძღვანელი
ედვარდ შერმადინი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2021 წლის ნოემბრიდან. არის მოქმედი ფერმერი. აწარმოებს ვაშლს, ბალს და ყურძენს 16 ჰექტარზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა CHF International, OSCE, IOM, USAID/Neo, USAID/SEAS, USAID/Zrda, FAO და IFAD-ის კონსულტანტად.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავლილი აქვს U.S. Department of Agriculture-ის კოჰრანის პროგრამა აშშ-ში და ისრაელში მაშავის პროგრამის კურსები. არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი (GIPA, 2004) სწავლობდა ასევე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1996).
ილია კუნჭულია
აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტის სპეციალისტი | ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებების ხელმძღვანელი
ილია კუნჭულია
ილია კუნჭულია არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტის სპეციალისტი, ასევე ორგანიზაციის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებების ხელმძღვანელი. ორგანიზაციაში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მიმდინარე პროექტების განხორციელება და ახალ ინიციატივებზე მუშაობა, ასევე ბიზნეს კლიენტებისთვის სხვადასხვა მომსახურების პაკეტების შემუშავება, შეთავაზება და პორტფელების მართვა. მისი პასუხისმგებლობაა ფერმერების დახმარება და კონსულტაცია, იგი ასევე ჩართულია ასოციაციის არაფორმალური და პროფესიული განათლების მიმართულებებში. ილია მუშაობს სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვების ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართვასა და ფერმერული მეურნეობების ბიზნესმოდელების განვითარებაზე, ხელს უწყობს მათ კლიმატგონივრული პრაქტიკებისა და სტანდარტების დანერგვაში, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, სერტიფიცირებასა და ბაზარზე წვდომაში.
ილია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარე სოფლის მეურნეობის სექტორში, სახელით წარმოდგენილია და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტისა თუ პროგრამის შეხვედრებში, კვლევებში, კანონმდებლობის განახლების პროცესებში, სამუშაო ჯგუფებში, საბჭოებში რაც შეეხება კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციას, სექტორის ნეგატიური წვლილის შერბილებას სათბური აირების გაფრქვევის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვას, აგროქიმიკატებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას და სხვა.
ილიას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014) და აგრონომიის მაგისტრის ხარისხი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2016).

