Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის როლზე საუბრობს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად გამართლებულია მათი მექანიკური განადგურება, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეისთვის დასავლეთ საქართველოში 110 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაამუშავა.

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში – ბიოლოგ ნინო ინასარიძის რჩევები

მისივე თქმით, მოხდა მავნებლის ლიკვიდაცია იმ კერებში, სადაც ძალიან დიდი კონცენტრაცია აღინიშნებოდა, კერძოდ, თხილის ნარგავებში, სიმინდის ნათესებში და სხვა ტერიტორიებში.

“გარდა ამისა, მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული იყო მონიტორინგი, ამისთვის დამონატაჟდა 21 000 დამჭერი ხაფანგი, რამაც საშუალება მოგვცა დაგვედგინა, რომ მავნებელი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ის აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ იყო აღნიშნული, თუმცა ბოლო დროს ერთეული შემთხვევები შეინიშნება ქალაქებში. ეს გამომდინარეობს იმისგან, რომ მწერს შეუძლია დიდი მანძილის დაფარვა, დაახლოებით, 100 კილომეტრამდე ფრენს იგი. ის ამ პერიოდში გამოსაზამთრებლად ეძებს მისთვის კომფორტულ ადგილებს, როგორცაა: შენობა-ნაგებობები, პარკები, ტყეები და ა.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ამ მავნებელთან ბრძოლას”, – განაცხადა ლიპარტიამ.
მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მწერს დიდ მანძილზე შეუძლია ფრენა, ის შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში.

“ჩვენ შედგენილი გვაქვს სტრატეგია, შესაბამისი ბიუჯეტით, სადაც გათვალისწინებულია ღონისძიებები, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში”, – განაცხადა ლიპარტიამ.

როგორც ლიპარტიამ აღნიშნა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად გამართლებულია მათი მექანიკური განადგურება.

“თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს მისი როლი ამ მავნებელთან ბრძოლაში, ვინაიდან ის დიდ ფარობებზეა გავრცელებული. თითოეული ფაროსანას განადგურება მიმდინარე წელს მექანიკურად, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს 200-250 ინდივიდით ნაკლები გვექნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ამ ღონისძიებებში”, – განაცხადა ლიპარტიამ.

წყარო:allnews.ge