Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სოფლის განვითარების ეფექტიან მოდელზე სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

საქართველოსთვის სოფლის განვითარების პოლიტიკის საუკეთესო მოდელის პოვნისა და ევროკავშირის სოფლის განვითარების ჩარჩო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვის საკითხები განიხილეს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. როგორც “კომერსანტს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ნოდარ კერესელიძემ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამებში სოფლის განვითარების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, კაიდო სირელის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების მაგალითები ცხადყოფს, რომ  სოფლის ეფექტიან განვითარებას მოაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს, კერძოდ კი, სიღარიბესთან ბრძოლას, განათლების ხარისხის ზრდას, ჯანდაცვას და გარემოს დაცვას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა.

წყარო:commersant.ge