Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოში მწერების შემსწავლელი ლაბორატორია დაარსდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმისმშენებლობა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ლაბორატორიისა და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებასა და აღჭურვას, რომელიც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება.

საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუციელებლია  რისკის  ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში.

ინსპექტარიუმი არის შენობა, სადაც სამეცნიერო მიზნებისათვის ინახავენ და ამრავლებენ მწერებს.

წყარო:imedinews.ge