Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“სამწუხაროა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის DCFTA-ის შესაძლებლობების შესახებ”

“სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის DCFTA-ის შესაძლებლობების შესახებ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საკმაოდ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული და დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაში, რომ ინფორმაცია ქართველ ფერმერებამდე მივიდეს.

„ის, რასაც ევროკავშირი და მისი დელეგაცია საქართველოში აკეთებს მთავრობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ცოდნას ეტაპობრივად ვავრცელებთ. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება უზარმაზარი შესაძლებლობაა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის ექსპორტიორებისთვის და იგი სამომავლოდ სიტუაციას შეცვლის. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის აღნიშნული შესაძლებლობების შესახებ და რაც მეტ ადამიანს ეცოდინება მისი სიკეთეების შესახებ, მით უკეთესია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შესაბამისი პროექტები და ფინანსები და ახლა უკვე ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და დავაინტერესოთ უფრო მეტი ადამიანი და მინდა ყველას ვთხოვო დაგვეხმაროს ამ პროცესში, რადგან ჩვენთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ელჩი. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობა ის სფეროა, რომლის განვითარებასაც ევროკავშირი ყველაზე მეტად უჭერს მხარს.

„საქართველომ განვითარების გარკვეული ეტაპები უნდა გაიროს იმისათვის, რომ ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს. უნდა განავითაროს ხარისხი, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

წყარო:bm.ge