Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ლევან დავითაშვილი – ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება მინიმალურია, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება

ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციტრუსის მოსავალზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“არაფერი შეფერხდება. ციტრუსის საკმაოდ კარგი მოსავალი გვაქვს წელს. კლიმატიდან გამომდინარე, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით, მათ შორის, ციტრუსში გვექნება ძალიან კარგი შედეგი. ჩვენ დაახლოებით, 5-დან 10 ნომებრამდე გავხსნით ციტრუსის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბს. ჩართულები ვიქნებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, რომლისთვისაც უმთავრესი კულტურა სწორედ მანდარინია. ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება არის მინიმალური, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება”, – განაცხადა დავითავილმა

წყარო:interpressnews.ge