Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

დეპუტატი ფერმერების გადამზადებისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მთავრობასთან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს. კერძოდ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისთვის გასულ წლებთან შედარებით უფრო მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს, ძირითადად განათლების მიმართულებით. 

“დახმარება მარტო ის არ არის, რომ ვიღაცას რაღაც კრედიტი, ან გრანტი მისცე. ბევრმა ექსპერტმა განაცხადა და ამაში სიმართლეა, რომ ქართველმა ფერმერემა არ იცის იმ დონეზე მოსავლის მოყვანა, რომელიც მეცნიერულად არის დამუშავებული. 
აქედან გამომდინარე, მარტო ფული კი არა, სწავლებაც უნდა იმას, როგორ უნდა მოიხმაროს ეს ფული. რომ შევხედოთ, როგორ მოჰყავს მოსავალი ქართველ გლეხსა და უცხოელს, დიდი სხვაობაა მათ შორის“, – განუცხადა „საქმის კურსს“ არველაძემ. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ამ საკითხზე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეხვედრას და მოსაზრებების გადაცემას გეგმავს.