გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გაერთიანებული უწყების პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
„სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში: ესპანეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში, პორტუგალიაში და ა.შ. ეს გამოიწვევს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არა შესუსტებას“, – განმარტა პრემიერმა.
წყარო:bm.ge