25 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, „ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის“ (EDGE) პროექტის ფარგლებში აგროტურიზმის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ნინო ზამბახიძემ, ასოციაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს, ის ციფრული, მათ შორის აგროტურისტული პლატფორმები გააცნო, რომელიც ფერმერთა ასოციაციამ შექმნა.
პროექტის „ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის“ (EDGE) მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აგროტურისტულ ობიექტებისა და აგროტურიზმის განვითარებას, რეგიონალური პარტნიორობისა და კავშირების გაუმჯობესებას.
