28-30 სექტემბერს სიცილიაზე, ქალაქ პალერმოში, EU4Business-ის პროექტის „მზის ქვეშ“ ფარგლებში, 6 ქართული კომპანია, რომელიც ბიო/ორგანული აგრო-სასურსათო პროდუქტებს აწარმოებს, ყოველწლიურ Expocook სავაჭრო გამოფენაზე იმყოფებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ბიო/ორგანული აგრო-სასურსათო პროდუქტების სექტორის გაძლიერებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით , ვიზიტის ფარგლებში შერჩეულმა ბენეფიციარები B2B შეხვედრების გამართეს
სავაჭრო გამოფენის შემდეგ, ბიო-მეწარმეები ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ მენტორშიფს მიიღებენ , რაც მათ სამომავლოდ ბიო/ორგანული აგრო-სასურსათო პროდუქტების სექტორის გაძლიერებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის დაეხმარებათ. სავაჭრო გამოფენისთვის მონაწილე ექვსი კომპანია საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად (იტალია ლიეტუვა, მოლდოვა) შეარჩია.
პროექტი “მზის ქვეშ“ დაფინანსებულია EU4Business– ის მიერ და ქართული, მოლდოვური, იტალიური და ლიეტუვური ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. საქართველოში აღნიშნულ პროექტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს.


