Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროექტი იწყება

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ახალ პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” იწყებს, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით, აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა.

ორწლიანი პროექტის ფარგლებში , ქვეყნის მასშტაბით მოხდება აგროსექტორში/აგროტურიზმში ჩართული ასი მეწარმე ქალის იდენტიფიცირება , რომლებიც ტრენინგების მეშვეობით გაიუმჯობესებენ მეწარმეობის უნარ-ჩვევებს სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით და მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში მოხდება აგროტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის პროცესში ჩართულობა. ასევე, აგროტურისტული ობიექტებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესის სტიმულირება, აგროტურისტული ობიექტების ციფრული რუკის შექმნა და აგროტურისტულ ასოციაციებში, მეწარმეების გაწევრიანების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შედეგად ქალ ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ შემოსავლის წყარო, აგროტურისტული საქმიანობით. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მათი ცნობადობა გაიზრდება და დამატებით, შეიძენენ და განავითარებენ, კავშირების დასამყარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს.

პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს” 


პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ქალს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან (თბილისის გარდა), რომელიც სულ მცირე ერთი წელია აგროტურისტულ ობიექტს მართავს, აქვს ბიზნესის განვითარების გეგმა და მიაჩნია რომ ცოდნა მთავარი რესურსია, შეუძლია შეავსოს განაცხადი და მონაწილეობა მიიღოს.