Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია შვედი პარტნიორების დახმარებით რეგიონულ აქტივობას აფართოებს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მმართველმა გუნდმა და კახეთის ოფისის თანამშრომლებმა შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებს რეგიონის მასშტაბით ასოციაციის საქმიანობა გააცნეს.

კახეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ხუთ ფერმერთან, რომლებიც საკუთარ აგროსაქმიანობას ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ და რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.  პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ შვედი პარტნიორები ასევე გაეცნენ აგრომიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის მასშტაბით ყველა ფერმერისა და აგროსაქმიანობაში ჩართული ორგანიზაციისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პროექტები, მრავალფეროვანი სერვისები და საგრანტო თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობები.  მოხარულები ვართ, რომ შვედეთის სამეფოსთან, მათ საელჩოსთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან წარმატებული პარტნიორობის გამოცდილება გვაქვს.  მათი აქტიური დახმარებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეიგონული აქტივობა მუდმივად იზრდება და არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას აერთიანებს.  ამ ტიპის ვიზიტით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მომდევნო თვეებში ქვეყნის სხვა რეგიონებსაც ვეწვევით“, – თამარ თორია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე წელს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ რეგიონული ოფისები სრული დატვირთვით ამოქმედდა თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში.