სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიური ფაროსანას მიერ ციტრუსის მოსავლის 50-60%-ის განადგურებას ცრუ ინფორმაციას უწოდებს.
“ვფიქრობ, ციტრუსის დიდი მოსავალი ხარისხიანი იქნება, რადგან ჩატარდა ყველა სამუშაო რისი შესაძლებლობაც იყო ფართო მასშტაბებში, გარდა ამისა პრეპარატები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობას უკვე დარიგებული აქვს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ გამოიყენონ ისინი და გადაარჩინონ მოსავალი ”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა „საქმის კურსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ფერმერების ნაწილის განცხადებით, ,,აზიურმა ფაროსანამ’’ თხილის შემდეგ ციტრუსის მოსავალის 50-60% გაანადგურა.
წყარო:bm.ge