„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა შალვა ბოსიკაშვილმა, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში 3 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 14 720 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. შალვა ბოსიკაშვილს 3 ჰა მიწის ფართობზე მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს, “რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე.
ამასთანავე პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
წყარო:imedinews.ge