საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ლიტვის სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან ერთად , აგროტურისტული პარტნიორობის გაძლიერების 11 თვიანი ტვინინგის (twinning) პროექტი – AGRICONT დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 7 ლიტვური და 7 ქართული BSO იღებს. პროექტის ფარგლებში პირველი გაცნობითი შეხვედრა ონლაინ ფორმატში შედგა. ორი ქვეყნის BSO-მა სამომავლო პარტნიორობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს ასოციაციების საქმიანობა გააცნეს;
პროექტი ევროკომისიის EU4Bbusiness-ის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება , რომლის მიზანია, ლიტვური და ქართული BSO– ების დაძმობილების გზით, გაზარდოს მათი შესაძლებლობები, შეიმუშაოს აგროტურიზმის ინდუსტრიისთვის ახალი სერვისები და ასევე გააძლიეროს ორგანიზაციული შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად , ორ ქვეყანას შორის სამუშაო ვიზიტები და სასწავლო ტურები იგეგმება.
