Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

KTW თხილის ბიზნესში შედის

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” KTW თხილის ბიზნესში შედის. კომპანიას უკვე შეძენილი აქვს სამეგრელოში, ხობში 200 ჰა მიწის ფართობი, სადაც თხილის პლანტაციებს გააშენებს.

“საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცახადა, რომ პლანტაციის გაშენება 2 კვირაში დაიწყება. ამ მიმართულებით მათ კომპანია Ferrero ეხმარებათ.

ახალი ბრენდის ქვეშ პროდუქცია ბაზარზე დაახლოებით 3 წელიწადში გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც კომპანია პირველ მოსავალს აიღებს.

ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პროდუქციას ადგილზევე გადაამუშავებენ ქარხანაში, რომელიც ადგილზე აშენდება. აქვე მოხდება პროდუქციის ნაწილის შეფუთვა. თხილის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე დარჩება, ნაწილი კი ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

წყარო:bm.ge