Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„Imereti Greenery”-ის GlobalGAP-ის სერთიფიკატი მიენიჭა

ქართულმა კომპანია შპს „Imereti Greenery”-მ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის, GlobalGAP-ის სერთიფიცირება გაიარა.

GlobalGAP-ის სერთიფიკატი კომპანიის აღიარებას გულისხმობს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების  უსაფრთხოების მიმართულებით.

სერთიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და კარფურის  გენერალური დირექტორი ფილიპ პეგილანი დაესწრნენ.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში და კარფურის  გენერალურმა დირექტორმა  ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს  უსაფრთხო პროდუქტის და მდგრადი წარმოების მნიშვნელობას.

„საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას ევროსაბჭოს ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რაც თავის მხრივ ქმნის ვალდებულებას, რომ წარმოებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებს.  ქართველმა მიმწოდებლებმა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს”,  -აღნიშნა ჯოს დოუმამ.

„მშენებარე ქართული, თანამედროვე სათბურები – მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისობა ევრო სტანდარტებთან -კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა  „Imereti Greenery“-ის გენერალურმა დირექტორმა დირკ ალევენმა.ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მომხმარებელი მეტად კრიტიკულია გემოს და ხარისხის მიმართ. ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჯანსაღია, გემრიელი და არ შეიცავს არანაირ საშიშ პესტიციდებს. ის, რაზეც ჩვენ  ვსაუბრობთ, დასტურდება GlobalGAP სერთიფიცირებით.  ჩვენ მოვუწოდებთ ამ ინდუსტრიის სხვა კომპანიებს დაიცვან იგივე ევრო-სტანდარტები”, – განაცხადა  დირკ ალევენმა.

ქართული კომპანია  „Imereti Greenery ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომლის სათბური აგებულია ჰიდროფონურ სისტემაზე.  ეს თანამედროვე  მეთოდი მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სამტრედიაში 2 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰყავთ. 

კომპანია დაფუძნებულია  Georgian Fresh Holding B.V. ის მიერ (53.7%), რომლის მესაკუთრეები არიან: FoodVentures B.V, მ. ხაზარაძე, ბ. ჯაფარიძე, ბ. მეიერი და ლ. ბაღდავაძე 46.3%-ის მფლობელია სს საპარტნიორო ფონდი. 

წყარო:commersant.ge