გუნდი
დეპარტამენტის ამოცანაა სერვისებისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი განვითარება,
აგროსექტორში არსებული გამოწვევების ციფრული გადაწყვეტა, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სერვისების იდენტიფიცირება და შეთავაზება; მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგროსექტორის საქმიანობის ციფრულ პლატფორმებზე დამოკიდებულებების ზრდა.
თამთა მამულაიძე
ხელმძღვანელი
თამთა მამულაიძე
თამთა მამულაიძე 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლიდან არის კომპანია Agronavti-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2023 წლიდან მუშაობს Unity Academy-ში საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერად. საჯარო სექტორში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყებებში იკავებდა წამყვან პოზიციებს.
მიღებული აქვს საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი (Cambridge International College), ასევე საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
თამთა არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) და ლექტორი ევროპის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს კურსებს საჯარო პოლიტიკის, IT პროექტების მართვის, აგრიტექის (საავტორო კურსი), ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით.
თამთა არის 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი ხელოვნური ინტელექტის, აგროტექნოლოგიებისა და ეკონომიკური განვითარების თემებზე. მას მონაწილეობა მიღებული აქვს 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში სპიკერის სტატუსით.
იგი წიგნის „AgriTech AI“ იდეის ავტორი და ერთ-ერთი თანაავტორია.
გოგა საათაშვილი
SDO
გოგა საათაშვილი
ილია ტრაპაიძე
უმცროსი სპეციალისტი
ილია ტრაპაიძე
ილია ტრაპაიძე არის აგრიტექისა და ინოვაციების უმცროსი სპეციალისტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან გაიარა გზა სტაჟიორობიდან სპეციალისტამდე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის ინტეგრირების მიმართულებით. როგორც “AgriTechAI”-ის თანაავტორი და ღონისძიებების – Hack Days Georgia 2023 და Farmers’ Day 2023 – ორგანიზატორი, ილიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ინოვაციების წახალისებასა და თემების გაძლიერებაში.
მისი მთავარი ინტერესია განვითარება ტექნოლოგიებისა და თანამშრომლობის გზით. ილიამ მხარი დაუჭირა ქალ მეწარმეებს UN Women-თან ერთად განხორციელებული პროექტებით და ამჟამად საკუთარი სტარტაპის შექმნაზე მუშაობს. მრავალდარგობრივი მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და სოციალური მედიის მართვის უნარებით ის თითოეულ გამოწვევას მოეკიდება მიზანმიმართულად და წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომით.

