თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მზარდია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში 52,7 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო 45 ქვეყნის ბაზარზე გავიდა. ეს მაჩვენებელი 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღვინო, რაც 55%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შედეგებით კმაყოფილია. ამბობს, რომ არსებული მონაცემები პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება..
„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია,“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 44% (5537261), რუსეთი – 95% (33243157), უკრაინა – 54%(5322683), პოლონეთი – 14% (1869852), ლატვია – 36% (1141778), ბელარუსი – 34% (1054994), აშშ – 81% (346398), გერმანია – 28% (286156), ისრაელი – 305% (170834), მონღოლეთი – 182% (112710), საფრანგეთი – 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).
წყარო:bpi.ge