Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ – დღეიდან ახალი პროექტი იწყება

10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ, – დღეიდან ახალი პროექტი იწყება.

ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით “მეიდანი ჯგუფი” და ონლაინ მაღაზია allwine.ge განახორციელებს.

პროექტში 40-მდე ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას. საუკეთესო 10 ღვინის დასახელება ბრმა დეგუტაციითა და ონლაინ ხმის მიცემით შეირჩევა.

საუკეთესო ღვინოების ათეული სამ თვეში გამოვლინდება. ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს, ქართული ღვინის ფესტივალზე გაიმართა. ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი თბილისში, შარდენის ქუჩაზე წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება.

წყარო:bpi.ge