მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი “ჰერბია” ფართოვდება. კომპანია ბოსტნეულის გადამამუშავებელი ცენტრის აშენებას გეგმავს. მთავრობამ უკვე გადასცა “ჰერბიას” წყალტუბოში მდებარე 23 536 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიას ქონება ერთ ლარად გადაეცა.
საინვესტიციო ვალდებულებაა, რომ კომპანიამ ადგილზე მილიონ 315 ათასი ლარი ჩადოს.
“ჰერბიას” ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ ადგილზე მოიყვანენ და გადაამუშავებენ: პომიდორს, კიტრს, წიწაკას, სტაფილოს.
პროდუქციის ნაწილი ადგილზევე შეიფუთება. ზურაბ ჯანელიძე საექსპორტო ქვეყნების დამატებასაც არ გამორიცხავს.
მათივე ვალდებულებაა, წლიურად არანაკლებ 15 ტონა ბოსტნეული გადაამუშაონ და არანაკლებ 150 ტონა ბოსტნეული/მწვანილი აწარმოოონ.
“ჰერბია” შეფუთულ მწვანილს 2006 წლიდან აწარმოებს და ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ.
წყარო:bm.ge