Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ჩინეთის სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის მე-4 ფორუმი (სოფლის მეურნეობის ონლაინ ფორუმი)

ინფორმაცია “ჩინეთის სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის მე-4  ფორუმსა” (ონლაინ ფორუმი) და შანხაის იმპორტ ექსპოს პარალელური ღონისძების შესახებ – „ცენტრალური ჩინეთის საერთაშორისო კომერციული ფორუმი“.

“ჩინეთის სოფლის მეურნეობის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის მე-4  ფორუმის“ ორგანიზატორია ჩინეთის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო, ხოლო საქართველოში თანაორგანიზატორია სილქედვაის ჯგუფი. სრული ღონისძიება  მიმდინარეობს 2021 წლის მარტამდე. ნლაინ ფორუმის რეგისტრაციის დასრულების ვადაა 9 ნოემბერი – დეტალურ ინფორმაციას გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილში („ჩინეთის სოფლის მეურნეობის ონლაინ ფორუმი.“

შანხაის იმპორტ ექსპოს პარალელური ღონისძება „ცენტრალური ჩინეთის საერთაშორისო კომერციული ფორუმი“ – ტარდება ადგილზე და მონაწილეობის საშუალება აქვთ იმ კომპანიებს, რომელთაც ჰყავთ წარმომადგენელი ჩინეთში. ასევე არის ფორუმზე ონლაინ დასწრების საშუალება:
·        ადგილზე მონაწილე ქართული კომპანიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს, ონლაინ მონაწილეების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
·        ონლაინ მონაწილეობა განხორციელდება ზუმის საშუალებით, რომლის ბმულსაც გადმოგზავნის ორგანიზატორი. ონლაინ მონაწილე კომპანიებს ექნებათ მხოლოდ დასწრების საშუალება, მიიღებენ ჩინური მონაწილეების შესახებ ინფორმაციას და მათ შესახებ ინფორმაციაც გადაეცემათ ცენტრალური ჩინეთის ასოციაციებსა და ვაჭრობით დაინტერესებულ კომპანიებს.
·        ონლაინ (თუ ადგილზე) მონაწილე ასოციაციის თავმჯდომარეებს მიეცემათ 3 წუთი დრო წარდგენისთვის.
·        როგორც ონლაინ ისე ადგილზე მონაწილე ასოციაციებსა და კომპანიებს მიეცემათ საშუალება გააფორმონ თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებები ხუპეის პროვინციის თუნგჩენგის ოლქის მთავრობასთან (ასოციაციების შემთხვევაში) და ხუპეის ვან ია საერთაშორისო სავაჭრო ჯგუფთან (კომპანიების შემთხვევაში). ხელშეკრულებების შაბლონები გადაგზავნილი იქნება მსურველებს.
·        ადგილზე მონაწილე კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 ნოემბერი.
·        ონლაინ მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ნოემბერი.
·        რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩინური ორგანიზატორი ქართულ მხარეს მიაწოდებს ჩინური კომპანიების შესახებ ინფორმაციას და ჩინურ მხარეს (ხუპეის კომპანიებს) მიაწოდებს მონაწილე ქართული კომპანიების შესახებ ინფორმაციას.

გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ ფაილებს და რეგისტრაციის ფორმებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

თინათინ შიშინაშვილი

e-mail: tinatinish@yahoo.com

Tel: 599560304

მარიამ ასათიანი

e-mail: Asatiani.mariam@gmail.com

Tel: 599560304

ფორუმის შესახებ ინფორმაცია

მონაწილეობის ფორმა

მონაწილეობის ფორმა -Tongcheng