Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი – 4,5% იქნება”

“ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი, 4,5% იქნება”,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და სებ-ის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

“მომავალ წელს, საერთაშრისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას კვლავ კონსერვატიული პროგნოზით 4,2%-ით გეგმავს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი, 4,5% იქნება. რისი თქმის შესაძლებლობასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების დინამიკა. დაჩქარებულმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა ბიუჯეტის დეფიციტი 3,6%-იდან 3%-მდე შეგვემცირებინა. ზოგადად მთავრობა და სავალუტო ფონდი თანხმებიან, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს გაძლიერებისკენ გადადმული ნაბიჯია”,- განაცხადა ქუმსიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მთავრობას ეკონომიკური ზრდა 4%-ზე ჰქონდა დაგეგმილი.

წყარო:bm.ge