პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) ფარგლებში, შიდა ქართლსა (ხაშური,გორი, კასპი, ქარელი) და ქვემო ქართლში (მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი) მცხოვრებ 33 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა, საოჯახო მეურნეობის/ეკონიმიკური საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით;
გრანტის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს იდეების კონკურსში, ხოლო სპეციალური (სავალდებულო) ტრენინგის გავლის შემდგომ საკუთარი ბიზნეს გეგმები შესარჩევ კომისიას წარუდგინეს.
პროექტის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭა ახალგაზრდებისა და ქალების მიერ ინიცირებულ პროექტებს. ასევე, სოციალური სტატუსის მქონე პირებს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
პროექტი „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით ხორციელდებოდა.

