Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

შეხვედრა პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ

სასტუმრო რუმსში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ (გეოგაპი/GeoGAP) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოში მოქმედი მასერტიფიცირებელი და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, სურსათის უნვებლობის ექსპერტები და გეოგაპის საპილოტე ფერმერები ესწრებოდნენ.
გეოგაპის მიზანია უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების სერტიფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას Geo GAP სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიზანია, მწარმოებლის სერტიფიცირების გზით, უზრუნველყოს ქვეყანაში პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდა და შენარჩუნება.ასევე, სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება.
ის სტანდარტები, რომელის დანერგვასაც აპირებს ფერმერთა ასოციაცია, ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ხილ-ბოსტნეულის) პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი – გეოგაპი (GeoGAP) USAID-ის მხარდაჭერით პროექტ “ზრდა საქართველოში”-ს ფარგლებში შეიმუშავა.