4 მაისს ქალაქ წნორში „ცოდნის კაფე“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს მასპინძლობდა.
შეხვედრის მთავარი თემა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობისა და მარცხის ისტორიების გაზიარება იყო, რომელსაც ადგილობრივები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს ნინო ზამბახიძემ ის ადგილობრივი მეწარმეები დააჯილდოვა, რომლებლაც ცოდნის კაფის ასაშენებლად თავისი აგური დადეს. ასევე, შეხვედრის ყველა მონაწილეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნები -“გზა ფერმერობისკენ”, “მეცხოველეობა-მეფრინველეობა” და “ ცისარტყელა კალმახი” გადაეცა, რომელიც პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.