Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ღვინის ექსპორტი 63%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის  და სხვა  ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია» — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი — 44% (5537261), რუსეთი — 95% (33243157), უკრაინა — 54%(5322683), პოლონეთი — 14% (1869852), ლატვია — 36% (1141778), ბელარუსი — 34% (1054994), აშშ — 81% (346398), გერმანია — 28% (286156), ისრაელი — 305% (170834), მონღოლეთი — 182% (112710), საფრანგეთი — 321% (96790),  აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).

ამასთან, მსოფლიოს 22  ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  84%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 83%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.

წყარო:agrokavkaz.ge