2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, “ქართული ჩაის” პროექტისთვის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტში 900 ათასი ლარია გათვალისწინებული.
როგორც “საქმის კურსთან” საუბრისას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროგრამა საკმაოდ პოპულარულია და მის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 500 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე რეაბილიტირებული პლანტაციების ფართობი, შესაძლოა, 1000 ჰა-მდე გაიზარდოს.
რაც შეეხება “ქართული ჩაის” პროგრამის ბიუჯეტის 400 ათასიდან 900 ათას ლარამდე გაზრდის მიზეზებს, კვარაცხელია აღნიშნულს კოოპერატივებისთვის დანადგარების გადაცემის საჭიროებით ხსნის.
“ქართული ჩაის” პროგრამის ფარგლებში, თავიდანვე დადგენილი იყო კოოპერატივებისთვის დამატებითი სარგებლის გადაცემა ჩაის პირველადი გადამამუშავებელი საწარმოების აუცილებელი დანადგარების სახით. შესაბამისად, ეს ასახულია ბიუჯეტში და მომავალი წლის ბიუჯეტიდან ის კოოპერატივები, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს, პლანტაციები უკვე რეაბილიტირებულია და მოსავლის აღების დრო უწევთ, მიიღებენ საჭირო დანადგარებს”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
წყარო:bm.ge