ქართული ღვინის კომპანიები პირველად მონაწილეობდნენ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,MEGAVINO 2017”, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: ,,შილდა”, ,,მოსმიერი”, ,,ვაზიანი”, ,,შატო ნეკრესი”, ,,ქიმერიონი”, ,,კახური ღვინის მარანი”, „თელავის ღვინის მარანი”, „თბილღვინო” და „კონჭო და კომპანი”.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.
დეგუსტაცია გაიმართა ღვინის პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე” (კახური ღვინის მარანი), „ხიხვი” (შილდა), „წინანდალი” (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი” და „ქინძმარაული” (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი” და „ხიხვი ქვევრი” (ვაზიანი), „საფერავი” (ქიმერიონი) და „ტვიში” და „საფერავი ქვევრი” (წინანდლის ძველი მარანი)
„მეგავინო” ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ, ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში.
წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინის კონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები. წელს „მეგავინოს” საპატიო სტუმარი იყო ბულგარეთი.
წყარო:commersant.ge