Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ქართული “თათარა” დიდ ბრიტანეთში იყიდება

ქართული “თათარა” დიდ ბრიტანეთში იყიდება. ქართული ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში უკვე გაგზავნა.

“საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა დავით რამაზაშვილმა განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში საცდელი პარტია რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა, ხელმეორედ კი დაკვეთა შედარებით დიდ რაოდენობაზე მიიღეს.

კომპანიას საცდელი პარტიები გაგზავნილი აქვს ასევე ავსტრიასა და გერმანიაში. დავით რამაზაშვილი ვარაუდობს, რომ პროდუქციის მუდმივი ექსპორტი დაიწყება ავსტრიაში, რამდენადაც პროდუქციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე თვეა “თათარა” გადის ისრაელშიც.

დავით რამაზაშვილი აცხადებს, რომ პროდუქციის გატანა სურთ რუსეთშიც, თუმცა, ამისთვის პროდუქციის დიდი რაოდენობაა საჭირო, რასაც საწარმოს გაფართოების გარეშე ვერ მოახერხებენ. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ საწარმოს გაფართოებისთვი 200 ათასი დოლარია საჭირო.

ამ ეტაპზე “თათარა” 5 სახეობის ტკბილეულს აწარმოებს – ნუშის, კაკლის, თხილის, გოგრის გულისა და ქიშმიშის შიგთავსით.

წყარო:bm.ge