პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალების, მათ შორის სოფლად მცხოვრები და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ქალების მხარდაჭერას. პროექტი განხორციელდება 2019-2020 წწ-ში. პროექტი ხორციელდება ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა კიდევ 50 ქალი ბენეფიციარი, რომელიც გადამზადდება და გაივლის შესაბამის ტრენინგებს ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ტრეინინგების გავლის შემდეგ, შიდა კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები მიიღებენ გრანტს ბიზნესის გაფართოების მიზნით.
კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:
✔️ბიზნესის დამფუძნებელი (გადაწყვეტილებების მიმღები) უნდა იყოს ქალი;
✔️ბიზნესი უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო რეესტრში;
✔️ბიზნესი უნდა იყოს მოქმედი;
✔️რეგიონი: შიდა ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა.
ბიზნესის მიმართულება შეზღუდული არ არის
🔵პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესს, რომელიც ტერიტორიულად ახლოსაა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, რომელიც ასაქმებს ქალებს/შშმ პირებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
✔️ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
✔️პირადობის მოწმობა (დასკანერებული, ან ფოტო);
აპლიკანტმა, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მოკლე (მაქსიმუმ 500 სიტყვა) სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერს ბიზნესის შინაარსს და მისი განვითარების ზოგად ხედვას, ასევე ისაუბრებს იმაზე, რას შეცვლის უკეთესობისკენ მის ბიზნესში ამ პროექტში მონაწილეობა. სამოტივაციო წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი და გვარი, ტელ. ნომერი და მეილი).
მოთხოვნილი დოკუმენტაცია გთხოვთ გამოაგზავნოთ 30 სექტემბრის ჩათვლით მეილზე:info@gfa.org.ge