საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა და ამჟამად 5000-მდე წევრ ფერმერსა და აგრობიზნესს აერთიანებს, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოთხი რეგიონული ოფისის (თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე) მეშვეობით ემსახურება.
მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში.
ასოციაცია არის ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორი, ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის (WFO) აფილირებული წევრი, ასევე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი (მათ შორის, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქალაქო კომიტეტი და სხვა).
2012 წლიდან დღემდე GFA სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება მნიშვნელოვანი გამოწვევებია აგრარულ სექტორში ჩართული ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. სწორედ, GFA საგრანტო პროექტების ფარგლებში გახდა შესაძლებელი ასეულობით ადამიანის მხარდაჭერა:
ფოტოზე წარმოდგენილია ბენეფიციართა მხოლოდ მცირე ნაწილი.