Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერებისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გაცნობა გრძელდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონის მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფერმერებს გააცნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის და სოფლის ადგილობრივ ფერმერს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი მაღალი ხარისხის ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამლა. ღონისძიების მეორე ეტაპი ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მეორე ეტაპზე სულ 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.

წყარო: commersant.ge