Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფაროსანას გავრცელების საფრთხეებსა და სამოქმედო გეგმებზე სამინისტროში იმსჯელეს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაროსანასთან დაკავშირებით მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ სამოქმედო გეგმები დასახეს.

„სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს. აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“ , – აღნიშნა მინისტრმა.
მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. მათი მხრიდან ხაზი გაესვა საკითხის სიმწვავეს და აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და აშშ-ი სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები კონკრეტული პროტოკოლი ბრძოლის თვალსაზრისით ამ დრომდე არ გააჩნიათ.

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სპეციალისტები არსებულ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ, სწავლობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რათა დადგინდეს ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მოგვარების გზები.

წყარო:bpi.ge