Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

უცხოურ კომპანიას 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცა

კომპანია “არიკს” სახელმწიფომ 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწის ნაკვეთები გადასცა. კომპანიის მფლობელობაში იჯარით გადავიდა: სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 472 985 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 1 020 818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 235 600 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 552 701 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 

წლიური საიჯარო ქირა – 18 900 ლარს შეადგენს. 

კომპანია ვალდებულია, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში არანაკლებ 200 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გააშენოს; ასევე, „არიკმა“ ადგილზე არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

“არიკ ჯგუფი” უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. 

წყარო: BusinessMediaGeorgia