Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ახალგაზრდა სტარტაპებს პროექტის განხორციელებაში დაეხმარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ახალგაზრული პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს. სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიას სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბი ეწვია და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მოსწავლეთა კლუბი დაინტერესებულია შექმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება მარტივი გზა საკვები პროდუქტების გამოსაკვლევად. თავის მხრივ, ლაბორატორია მოსწავლეებს საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს და პროექტის განხორციელების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

შეხვედრის დროს, აია – ჯესსის მოსწავლეთა კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, მოსწავლეებს შესაძლებლობას უქმნის მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია, ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა.

წყარო:interpressnews.ge