აზიური ფაროსანას სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები თბილისში 11 ლოკაციაზეა დამონტაჟებული, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ხაფანგები დამონტაჟებულია შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი; პარკი „მზიური“; ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკი; რიყის პარკი; ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი); დიღმის ტყე-პარკი; თბილისის ზღვის პარკი; დედა ენის პარკი; 9 აპრილის პარკი; 9 მარტის პარკი; ვერის პარკი.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თბილისის მერიასთან ერთად დაიგეგმება სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).
წყარო:interpressnews.ge