21 ივნისს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ საქართველოს ფერმერთა კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც “ევროკავშირი საქართველოსთვის” მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნონიაშვილმა ასოციაციის მხრიდან მცირე ფერმერებისთვის ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაძლიერებაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა მობილურ აპლიკაცია “აგრონავტზე”, ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასა და სოფლიდან.ჯი -ზე, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში.