Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ონლაინ კონფერენცია ” აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში” გაიმართა

23 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია – ” აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში”. კონფერენცია პარტნიორ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით ჩატარდა.  კონფერენციაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აგროტურისტული ობიექტების პოტენციალი და მათი გაერთიანების პერსპექტივები.

კონფერენციებზე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, წარმატებული აგროტურისტული ობიექტები, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები, მატ შორის ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი. ასევე კონფერენციაში მონაწილეობდნენ  სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე განიხილეს მასტერქარდისა და USAID-ის (EDGE) დაფინანსებით შექმნილი უნიკალური პლატფორმა ამიერკავკასიაში Agrogate.world,  რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სამი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ობიექტებს აერთიანებს, თუმცა  იგეგმება, რომ პლატფორმამ მიიღოს საერთაშორისო სახე და ყველა ის აგროტურისტული ობიექტი, რომელიც მსოფლიოში არსებობს, დატანილი იყოს Agrogate.world-ზე.

პლატფორმა Agrogate.world “აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”  USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროქტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში იქმნება. პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პარტნიორ ორგანიზაციებთან სომხეთში აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრის (CARD) დახმარებით, ხოლო აზერბაიჯანში შპს “სავორ თრეველთან” თანამშრომლობით ხორციელდება.