საქართველოს მეცხოველეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 28 მაისს შედგა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით განახორციელებენ.
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართლი 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის
ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.