საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და მისი წევრები ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და ავსტრიის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით 27 მარტიდან იმყოფებიან სასწავლო ტურზე ავსტრიაში. ტურის ფარგლებში ჩვენი ფერმერები გაეცნობიან ადგილობრივ მწარმოებლებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას წარმოებაში, ასევე მოინახულებენ ადგილობრივ საწარმოებს, შეხვდებიან ინდუსტრიული სექტორის ექსპერტებსა და ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს.