Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საგანმანათლებლო კურსის წარმატებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები და შპს-ს „უდაბნო“-სგან ნუშის ნერგები გადაეცათ

პროექტის „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინციატივა“-ის ფარგლებში მოკლევადიანი საგანმანათლებლო მომზადება/გადამზადების კურსის – „ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“ წარმატებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები და შპს-ს „უდაბნოს“ მხრიდან ნუშის ნერგები გადაეცათ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებული კურსის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობა წარიმართა შპს უდაბნოს კუთვნილ ნაკვეთზე (2000 ჰა), სადაც მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ ბაღის მოვლის თანამედროვე მეთოდებს და უშუალოდ ჩართულიყვნენ სეზონურ აქტივობებში.

პროექტის „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინციატივა“ ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო მომზადება/გადამზადების კურსიდან მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ბენეფიციარების დასაქმებას, თვითდასაქმებას , შემოსავლის ზრდასა და არსებული მეურნეობების განვითარებას;

ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა არის 3-წლიანი პროექტი, რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით.