Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

რეგიონული ტურის შემაჯამებელი შეხვედრა

15 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ზამბახიძემ განაცხადა: „ასოციაციისთვის აუცილებელია რეგიონების დონეზე ეცნობოდეს ფერმერთა წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა პირდაპირ პროპორციულიად აისახება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია, ფერმერებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო დარგის განვითარების მიზნით.“ გასული თვის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე შეხვდა ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, გურია, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი და იმერეთი). შეხვედრებისას ფერმერებს დაურიგდათ „ფერმერთა გზამკვლევი“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი დარგის სტიმულირებისათვის განხორციელებული ყველა პროექტი; ასევე, მათ გადაეცათ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამზადებული „აუქციონში მონაწილეობის ინსტრუქცია”, რაც ჩვენი აზრით, ხელს შუწყობს ფერმერთა უკეთ ინფორმირებას. რეგიონული ტურნეს ფარგლებში მიღწევების გარდა, ცხადია საუბარი შეეხო ფერმერთა წინაშე არსებულ სირთულეებსაც. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის მიზნით, ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც მოწვეულნი იყვნენ შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში დღეს არსებული გამოწვევების წარდგენა. შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ დაიწყება მუშაობა გამოვლენილი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრის სტრატეგიაზე, რომელიც ფერმერებს ახალი რეგიონული ტურნეს ფარგლებში წარედგინებათ. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა და ამჟამად ორი ათასამდე ფერმერს აერთიანებს.