Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

რაჭაში ღორის ფერმები და ლორის შესაბოლი საწარმოები გაიხსნა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს მიერ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფერმერებისთვის აშენებული ღორის ფერმები და ლორის შესაბოლი შენობა-ნაგებობები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მოინახულა.

შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი და დონორი ორგანიზაციის — ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

FAO-მ სოფლის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, რაჭაში სულ 60 ბენეფიციარი დააფინსა. ლორის შესაბოლი და მეღორეობისთვის განკუთვნილი თანამედროვე შენობა-ნაგებობების გარდა, ფერმერებს სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ინვენტარი და ხელსაწყოები გადაეცათ.

დაფინანსებულებს შორის მოხვდნენ მეღვინეები, სოკოს მწარმოებლები, მეფუტკრეები და დურგლები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ინვერტარს ამზადებენ.

ფერმების მონახულების შემდეგ, სტუმრები ამბროლაურში პროექტის ბენეფიციარების მიერ მოწყობილ აგრო-პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაციას დაესწრნენ.

იქვე გაიმართა პროექტის ბენეფიციარების შესახებ გადაღებული ჩვენებაც, რომელშიც რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდები სოფელში ცხოვრების სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

FAO-ს მიერ რაჭაში განხორციელებული საპილოტე პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ და პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ  მიმართულებას  წარმოადგენს.

წყარო:agrokavkaz.ge