Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

რატომ გაიზარდა მსოფლიოში სურსათის ფასები

სექტემბრის თვეში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა სექტემბერში 178.4 ქულა შეადგინა, რაც 0.8 პროცენტით მეტია აგვისტოს ინდექსზე და 4.3 პროცენტით მეტი – გასული წლის იგივე თვესთან შედარებით.
FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი ზომავს საერთაშორისო ფასებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე: მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძეზე. 
FAO -ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პალმის, ასევე, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდამ განაპირობა. 
აგვისტოსთან შედარებით ასევე 2.1%-ით გაიზარდა FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი. ფასის ზრდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კარაქისა და ყველის მიწოდების შემცირებამ განაპირობა. 

ამ თვეში FAO-ის მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით შემცირდა, რაც დიდწილად მოსავლის კარგმა პროგნოზმა განსაზღვრა. ამ სეზონზე FAO-ს პროგნოზებით, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის მარცვლეულის მოსავალი უნდა მოვიდეს. 
შაქარსა და ხორცზე სექტემბერში ფასები არ შეცვლილა. 

წყარო:bm.ge